ქვეყანაში ენერგოდამოუკიდებლობის აქტზე ვმუშაობთ, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცევა – სონღულაშვილი

ქვეყანაში ენერგოდამოუკიდებლობის აქტზე ვმუშაობთ, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცევა – სონღულაშვილი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ენერგოდამოუკიდელობის აქტზე მიდის მუშაობა, რომელიც მწვანე ენერგიის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ მან მადრიდში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობები და დიდი პოტენციალია. ამ პოტენციალს, გეოგრაფიულ უპირატესობასთან ერთად, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ევროპის ენერგო უსაფრთხოების გაფართოებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის განხორციელებაა, რომელიც საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს. ეს, რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის განახლებადი წყაროებიდან ევროკავშირის ბაზარზე წვდომას უზრუნველყოფს, რაც ენერგო სექტორში არსებული გამოწვევების გადაჭრასა და კრიზისის დაძლევაში დაგვეხმარება. პარალელურად, ქვეყანაში ვმუშაობთ ენერგოდამოუკიდებლობის აქტზე, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცევა და ხელს შეუწყობს მწვანე ენერგიის გენერაციის გაზრდას და საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს მხრიდან პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინს.

„ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ენერგო სექტორში ურთიერთობის გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა ჩვენი ქვეყანა ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, რაც დარწმუნებული ვარ, დადებითად გადაწყდება. ეს საქართველოს მისცემს საშუალებას თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგო უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საქმეთა კომიტეტების შეხვედრებში ესპანეთის პარლამენტის მოწვევით მონაწილეობს.

კონფერენციაში მონაწილეობენ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები.

bm.ge

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…